მაღაზიის საწყობის თანამშრომელი
Dressup Group
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე სავაჭრო ცენტრში - "გლდანი მოლი".
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, ცვლებში; ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი (მაღაზიის გეგმის შესრულების ბონუსი %); სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი", მაღაზია - „აუთლეთი“.
ფუნქციები და მოვალეობები:
მაღაზიის საწყობის მოწესრიგება/მონიტორინგი;კოლექციის მიღება, საწყობში განთავსება, დარბაზში გამოსატანი მოდელების განცალკევება;პროდუქციის გატანის პროცესისთვის პროდუქციის გადალაგება;ონლაინ მაღაზიისთვის პროდუქციის მომზადება;ვიზუალ მერჩენდაიზერის მაღაზიაში ყოფნის დროს შეტანილი პროდუქციის მოწესრიგება;როგორც მიღებული პროდუქციის, ასევე, გასატანი პროდუქციის მდგომარეობისა და ზომების შემოწმება;ყოველ დილით პროდუქციის ზომების გადამოწმება და დარბაზის შევსება;შესაძლებლობის ფარგლებში პროდუქციის ზომების მოძიების პროცესში მაღაზიის თანამშრომლების დახმარება;საჭიროების შემთხვევაში სააქციო დღეებში სარეალიზაციო დარბაზში თანამშრომლების დახმარება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV/რეზიუმე 2025 წლის 30 მაისის ჩათვლით.გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს „ჰელიო აი“ (ს/კ: 406404163), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.