E-commerce Product Management Specialist
Dressup Group · თბილისი
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს E-commerce პროდუქტის მართვის სპეციალისტს.
თუ გაქვს ანალიტიკური უნარები და შეგიძლია გაყიდვების მონაცემებზე დაყრდნობით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, ეს პოზიცია შენთვისაა!
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
პროდუქტის იმპორტი, შესაბამისი ფოტოს მოძიება და მახასიათებლების გაწერა;პროდუქტის კონტენტის მართვა, პროდუქტის დეტალური აღწერის დამატება;საიტზე არსებული უზუსტობის აღმოჩენა/გასწორება;საიტზე დამატებით საჭირო ინფორმაციის და ინსტრუქციის დამატება: ზომის ცხრილი, ბრენდის, ლოგოს, კატეგორიის, მახასიათებლების დამატება;განულებული და ნაშთიანი პროდუქციის კონტროლი;აქტიური კომუნიკაცია შესაბამისი პროდუქტის ბრენდ მენეჯერთან;პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;სასურველია მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!