Tailor
Dressup Group · ბათუმი
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მკერავის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
ჯანსაღი სამუშაო გარემო;კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;იდეების წახალისება/მხარდაჭერა;მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;ჯანმრთელობის დაზღვევა;„ფიტპასის“ მომსახურება; კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა #16, მაღაზია - Levi's;სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი სამუშაო ცვლა;ანაზღაურება - ფიქსირებული 1300 ლარი + ბონუსი.
ფუნქციები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, სამოსის გადაკეთება/გაფორმება;თანამედროვე, ავტომატურ, უნივერსალის ტიპის საკერავ მანქანასთან მუშაობის გამოცდილება;ჯინსის ფაქტურასთან მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;სამოსის კერვის ან გაფორმების კუთხით მუშაობის გამოცდილება;მოწესრიგებული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;მოქნილობა და ოპერატიულობა;დეტალებზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!