Service Courier - Part time
Dressup Group · თბილისი
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს სერვის კურიერს.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სამუშაო საათები: 3 დღე - 10:00 - 16:00 სთ, 2 დღე - 17:30 - 23:30 სთ;საშუალო თვიური ანაზღაურება: 1000 ლარიდან (ფიქსირებული + ბონუსი) ავტომობილის ცვეთის ხარჯი - 150 ლარი;საწვავით უზრუნველყოფა;მობილური ლიმიტი.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;„ფიტპასის“ მომსახურებას; კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
საიტზე არსებული სხვადასხვა მიწოდების სერვისის გათვალისწინებით ამანათების ჩაბარება; საკურიერო მომსახურების განხორციელებისას კომპანიის მომსახურების სტანდარტის დაცვა; საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მიწოდების სერვისით ამანათის ჩაბარებისას, მომხმარებელთან დალოდება და ბანკის ტერმინალების გამოყენება;გასაცვლელი/დასაბრუნებელი პროდუქციის ოპერაციულ გუნდთან დაბრუნება;უშუალო ხელმძღვანელის კოორდინირებით შეკვეთების ჩაბარების უზრუნველყოფა.
შენგან კი დაგვჭირდება:
აუცილებელია დაბალი წვის მქონე ავტომობილის ფლობა; საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო ენაზე ფლობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი;პუნქტუალურობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!