← ყველა ვაკანსია

გაყიდვების ასისტენტი

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით. გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²" - ზე. ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს! კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტზე გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება; ** ობიექტზე მისული კლიენტებისათვის ბინების ჩვენება; ** სატელეფონო ზარების პასუხი; ** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა; ** რეპორტინგი; ** ობიექტზე გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა. საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით); ** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** მოქნილობა ცვლილებების მიმართ. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ "m²"-ის გუნდს, გთხოვთ 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი". ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

განაცხადის გაგზავნა →