← ყველა ვაკანსია

Commercial Coordinator

Dressup Group

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. „დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მულტიბრენდული მიმართულების კომერციული კოორდინატორის პოზიციაზე:  სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით; სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე კომპანიის მაღაზიები, პერიოდულად - სათაო ოფისი (დ. გამრეკელის ქ. #19).    შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ: კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება: მაღაზიათა ქსელში (პორტფელის ჭრილში მაღაზიების) რეალიზაციების ზრდის ხელშეწყობა;მაღაზიის მიმდინარე რეალიზაციის გეგმის თანამშრომლებზე გადანაწილების სქემის შექმნა და გეგმის შესრულების მონიტორინგი;KPI ინდიკატორების ზრდაზე მუშაობა;ცალკეული მაღაზიების შესაძლებლობების გაანალიზება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება (მარკეტინგის, საფასო პოლიტიკისა და კოლექციებით მომარაგების კუთხით);გაყიდვების სტიმულირებისათვის რეპორტინგის სისტემატიზაცია და მუდმივი მონიტორინგი;დაგეგმილი შეთავაზებების (პრომო/აქციები) ეფექტურად განხორციელების მონიტორინგი;მაღაზიების მიხედვით, გაყიდვების მიმართულებით თანამშრომელთა შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით, მათი გადამზადების/დატრენინგების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;მაღაზიაში მიღებული პროდუქციის დროულად მიღება/დალაგების მონიტორინგი ;ბრენდ მენეჯერებთან ერთად ცალკეულ პროდუქტზე ახალი საფასო პოლიტიკისა ან/და აქციების დაგეგმვის რეკომენდაციების შემუშავება;ყოველთვიური ანგარიშისა და მომდევნო თვის სამოქმედო გეგმის მომზადება. შენგან კი დაგვჭირდება: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);MS Office-ის ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;პრობლემების გადაჭრის უნარი;დახვეწილი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური); ანალიზის უნარი;შედეგზე ორიენტირებულობა; ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი დონე; მოქნილობა და ოპერატიულობა. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →