← ყველა ვაკანსია

Store Manager

Dressup Group

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. „დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ: კონკურენტული ანაზღაურება;პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე; 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერი; მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;იდეების წახალისება/მხარდაჭერა;ჯანმრთელობის დაზღვევა;„ფიტპასის“ მომსახურება. სამუშაო პირობები: ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება - 2000-2500 ლ; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება);სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.  ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: კომპანია „დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიის საოპერაციო პროცესების მართვა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;მაღაზიის ბიზნეს გეგმის იმპლემენტაცია, თანამშრომლებისათვის ინდივიდუალურად დადგენილი გაყიდვების გეგმების მიწოდება და შემდგომი შესრულების მუდმივი მონიტორინგი;კომერციულ განყოფილებასთან აქტიური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა, მაღაზიაში მიმდინარე აქტუალური პროცესების შესახებ;დაქვემდებარებილი თანამშრომლების მართვა, პერიოდული შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, მათი ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;მაღაზიის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;ნაშთის მენეჯმენტი და მასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის გზების ინიცირება;კომპანიაში არსებული მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის იმპლემენტაცია. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას); მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;პრიორიტეტების განსაზღვრის , საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;მოქნილობა და როტაციის მიმართ მზაობა;საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ  2025 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →