← ყველა ვაკანსია

მკერავი

Dressup Group

„დრესაპ ჯგუფი“ 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. „დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მკერავის პოზიციაზე ქ. თბილისში. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ჯანსაღი სამუშაო გარემო;კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;იდეების წახალისება/მხარდაჭერა;მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;ჯანმრთელობის დაზღვევა;„ფიტპასის“ მომსახურება; კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი სამუშაო ცვლა;ანაზღაურება - ფიქსირებული 1300 ლარი + ბონუსი. ფუნქციები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, სამოსის გადაკეთება/გაფორმება;თანამედროვე, ავტომატურ, უნივერსალის ტიპის საკერავ მანქანასთან მუშაობის გამოცდილება;ჯინსის ფაქტურასთან მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;სამოსის კერვის ან გაფორმების კუთხით მუშაობის გამოცდილება;მოწესრიგებული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;მოქნილობა და ოპერატიულობა;დეტალებზე ორიენტირებულობა. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →