← ყველა ვაკანსია

სკოლის დაწყებითის მასწავლებელი

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა

"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლის დაწყებითის მასწავლებლის პოზიციაზე. მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21. სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული უნდა ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენცია; ** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი; ** უნდა იყოს 2015 წლამდე მოქმედი მასწავლებელი; ** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი. კონკურსის ეტაპები: ** განცხადებების გადარჩევა; ** წერილობითი დავალება (ესე/ქეისის ანალიზი), რომელსაც კანდიდატი მიიღებს წერილობით, www.pedagogi.ge-ზე მითითებულ პირად ელექტრონულ ფოსტაზე, შესაბამის ინსტრუქციასთან და შეფასების კრიტერიუმებთან ერთად და მიეცემა გონივრული ვადა შესასრულებლად. ** ინდივიდუალური გასაუბრება; ** კონკურსის შედეგების განსაზღვრა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა მითითებულ ვადებში უნდა გააკეთონ განაცხადი https://teacherjobs.ge/ პლატფომის მეშვეობით და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია: ** პირადობის მოწმობა; ** რეზიუმე (გთხოვთ, შეავსოთ სამუშაო გამოცდილების გვერდი, ამასთან, სრულყოფილად შევსებული CV გამოგვიგზავნოთ სკოლის მეილზე: gastbilisi@gmail.com); ** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ** დამატებით, სერთიფიკატი/სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის პირს აქვს მასწავლებლობის უფლება (მასწავლებლის, გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი). აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებზე; ** სამოტივაციო წერილი. კანდიდატის შერჩევის წესი: კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისია. მასწავლებელი არ შეიძლება იყოს: ** პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა; ** პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ** პირი, რომელიც ნასამართლევია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამორიცხვის მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატს, ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, მოეთხოვება შესაბამისი ცნობების წარმოდგენა. თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა გისურვებთ წარმატებებს. დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gastbilisi@gmail.com, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დაწყებითის მასწავლებელი). გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →