Visual Merchandaiser
Dressup Group
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, დღეში 8 საათი.
ფუნქციები და მოვალეობები:
მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის განლაგების მუდმივი მონიტორინგი მერჩენდაიზინგის შესაბამისი სტანდარტების მიხედვით; ახალი კოლექციის პროდუქციის სეზონური მერჩენდაიზინგი ბრენდების მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;პროდუქციის მერჩენდაიზინგი სეზონური მარკეტინგული აქტივობების (აქციების, ფასდაკლებების) მიხედვით;მერჩენდაიზინგისთვის საჭირო ავეჯისა (თარო, სადგამი, კედლის ჩარჩო, პადონი, კუნძული) და მასალების (ყველა სახის ლოგოს) მობილიზება;უფროსი ვიზუალური მერჩენდაიზერის შესაბამისი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში; სხვადასხვა ახალ პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობის მიღება მერჩენდაიზინგის მიმართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სპორტული მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას);კრეატიული აზროვნების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;ახალი ინფორმაციის ათვისების/სწავლის უნარი და მზაობა; გუნდური მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
I ეტაპი - CV-ების გადარჩევა სამუშაო პოზიციისა და სტაჟის მიხედვით;II ეტაპი - გასაუბრება; III ეტაპი - პრაქტიკული დავალება.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება და გასაუბრების ეტაპზე დაბარება. გისურვებთ წარმატებას!