← ყველა ვაკანსია

დასაფასოებელი წარმოების ოპერატორი

ოლიმპი · ქუთაისი

სადისტრიბუციო კომპანია "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიას დასაფასოებელი წარმოების ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში. თუ ხართ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, ფიზიკურად აქტიური და გსურთ სტაბილურ, მზარდ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს! ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის ხარისხიანი დაფასოება, შეფუთვა და მარკირება დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ** დასაფასოებელი დანადგარებისა და დამხმარე მოწყობილობების გამართული მუშაობის კონტროლი; ** ნედლეულის, შესაფუთი მასალებისა და მზა პროდუქციის ნაშთების აღრიცხვა; ** საწარმოო გეგმის დროული, ზუსტი შესრულება და პროდუქციის ხარისხის პირველადი კონტროლი; ** სამუშაო ზონაში სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკური უნარები: მათემატიკური აზროვნება (მასალების ზუსტი ხარჯვისა და ნაშთების აღრიცხვისთვის); ** გამოცდილება: წარმოებაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული მახასიათებლები: ** სისწრაფე, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კეთილსინდისიერება და ყურადღება დეტალების მიმართ; ** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა და ფიზიკური გამძლეობა; ** გუნდური მუშაობის უნარი და სანიმუშო სამუშაო ეთიკა. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1000+ ლარი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: olimpi1995@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დასაფასოებელი წარმოების ოპერატორი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 40 90 25

განაცხადის გაგზავნა →