საწყობის თანამშრომელი
Dressup Group · თბილისი
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
ჯანსაღი სამუშაო გარემო;მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;ჯანმრთელობის დაზღვევა;„ფიტპასის“ მომსახურება; კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება - ფიქსირებული 1400 ლარი;სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, გუდაუთის ქუჩა#7.
ფუნქციები და მოვალეობები:
საწყობში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა (კოლექციის მიღება, დალაგება და ა.შ.);საწყობში შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების მიხედვით; კომპანიის მაღაზიათა ქსელის მომარაგება გაწერილი გეგმის მიხედვით;საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!