← ყველა ვაკანსია

Consultant

Dressup Group · ბათუმი

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. „დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: მაღალი ანაზღაურება;კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე; 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერი; ჯანსაღი სამუშაო გარემო;მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;იდეების წახალისება/მხარდაჭერა;ჯანმრთელობის დაზღვევა;„ფიტპასის“ მომსახურება. სამუშაო პირობები: საშუალო თვიური ანაზღაურება - 1300-1500 ლარი;სამუშაო გრაფიკი - ცვლებში, კვირაში 5 დღე (დღეში სამუშაო 8 საათი, 1 საათი შესვენება);დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე. ფუნქციები და მოვალეობები: მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;პროდუქციის გაყიდვა. კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2025 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →