← ყველა ვაკანსია

სავაჭრო წარმომადგენელი/სააფთიაქო პრისელერი

მზიური · ბათუმი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების დისტრიბუტორს საქართველოში, როგორიცაა Kimberly Clark - "ჰაგისი", "კოტექსი", "კლინექსი", აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში სავაჭრო წარმომადგენლის (სააფთიაქო პრისელერი) თანამდებობაზე. კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს: ** ფიქსირებული ხელფასი ** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას ** გეგმის შესრულების ბონუსი ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** FiTPass ** საწვავით უზრუნველყოფა აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ გამოცდილება 1 წელი ** აჭარის რეგიონის კარგად ცოდნა ** სამუშაოს დაწყებისთვის აუცილებელია - უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ** ავტომობილის ფლობა პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პუნქტუალურობა ** შრომისმოყვარეობა ** კომუნიკაბელურობა ** გუნდურობა ** ახალი ობიექტების ათვისების უნარი ** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი ** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი მოვალეობები: ** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება. ** უზრუნველყოს კომპანიის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია. ** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება. ** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში. ** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი. ** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე. ** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.tatalashvili@mziuri.com.ge შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი. მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. ** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; ** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ; ** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური; ** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; ** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; ** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - ** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; ** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; ** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; ** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; ** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; ** მონაცემთა გადატანის უფლება; ** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; ** თანხმობის გამოხმობის უფლება; ** გასაჩივრების უფლება` ** შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

განაცხადის გაგზავნა →