← ყველა ვაკანსია

მიმტანი

Tourinvest Group · ბათუმი

აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის! "ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე რესტორან "არგო"-ში. ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; ** მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია; ** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა; ** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში; ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** თავაზიანი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადის შერვაძის აღმართი #78; ** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი); ** ანაზღაურება: შეთანხმებით; ** ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია საბაგირო გზის საშუალებით; ** კვება: უზრუნველყოფილია. გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa; ** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"; ** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში. კომპანიის შესახებ ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს: ** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას; ** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას; ** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას; ** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →