← ყველა ვაკანსია

კონტაქტ ცენტრის ოპერატორი

m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით. გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე. ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს! კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** შემომავალი და გამავალი ზარების მომსახურება; ** ზარების გადამისამართება კომპანიის შიგნით სხვადასხვა ერთეულში; ** კომპანიის ონლაინ არხების მეშვეობით მოთხოვნების მიღება; ** მომხმარებლის პირველადი ინფორმირება; საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები: ** კონტაქტ ცენტრში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონტაქტ ცენტრის ოპერატორი". ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.

განაცხადის გაგზავნა →