ქოლცენტრის ოპერატორი
გამომცემლობა პალიტრა L
"გამომცემლობა Palitra L" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
** გამავალი ზარების განხორციელება;
** შეკვეთების მიღება და შესაბამის ფაილში აღწერა;
** ყოველდღიური/პერიოდული რეპორტების მომზადება;
** მიმდინარე შეკვეთების სტატუსების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დამწყები სპეციალისტი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა
გრაფიკი:
** პირველი ცვლა: სრული: ორშაბათი - პარასკევი 9:30 - 18:30
** მეორე ცვლა: ნახევარი განაკვეთი - დღეში 5 საათი (კვირაში 25 საათი)
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 ნოემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: [email protected], Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: [email protected]
გისურვებთ წარმატებას!
გამომცემლობა პალიტრა L — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- Customer Support Specialist — PM Group
- Customer Support & Sales Agent | E-commerce | Remote — Foxelli Group
- ქოლ-ცენტრის ოპერატორი — ამბოლი
- საინფორმაციო სამსახურის - ღამის ცვლის ოპერატორი — საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
- გერმანულენოვანი მომხმარებელთა ოპერაციების ექსპერტი — TP Georgia
- კლიენტთა მომსახურებისა და შეკვეთების კოორდინატორი — ფაბრიკონი