უმცროსი იურისტი
მარშალ დიდი დიღომი
დეველოპერული-სამშენებლო კომპანია "მარშალ დიდი დიღომი" ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან უმცროს იურისტს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ყოველდღიურ სამართლებრივ პროცესებში, იმუშავებს უფროსი იურისტის ხელმძღვანელობით და უზრუნველყოფს სამართლებრივი დოკუმენტაციის სწორ წარმოებას.
ძირითადი მოვალეობები:
** სტანდარტული ხელშეკრულებების (ნასყიდობის, ბეს, იჯარის, მომსახურების, შრომითი და სხვ.), შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პირველადი პროექტების მომზადება;
** უფროსი იურისტის მხარდაჭერა ყოველდღიური სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტასა და დოკუმენტაციის სამართლებრივ შემოწმებაში;
** საჯარო რეესტრთან, ნოტარიუსთან, მუნიციპალურ და სხვა სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება და დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენა;
** კონტრაქტორებთან და მომხმარებლებთან/მობინადრეებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და სამართლებრივი დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
** ოფიციალური წერილების, განცხადებებისა და მიმართვების პროექტების შედგენა;
** საკანონმდებლო სიახლეების მოძიება და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სამართლებრივი ინფორმაციის დამუშავება.
საჭირო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება ან სტაჟირება იურიდიულ სფეროში (უპირატესობად ჩაითვლება დეველოპერულ/სამშენებლო სექტორში ან საჯარო რეესტრთან მუშაობის გამოცდილება);
** საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** ხელშეკრულებებსა და სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობის უნარები;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Excel) კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სწრაფი ათვისებისა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** პროფესიული ზრდის, გამოცდილ გუნდთან მუშაობისა და მასშტაბურ დეველოპერულ პროექტებში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო 106
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "უმცროსი იურისტი".
მარშალ დიდი დიღომი — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- უფროსი იურისტი — მარშალ დიდი დიღომი
- საწარმოს თანამშრომელი — ჯეო დეკორი
- იურისტი — პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ
- იურიდიული სამსახურის სტაჟიორი — სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
- უმცროსი იურისტი — ევროკრედიტი
- ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის იურისტი — სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო
სხვა ვაკანსიები
- იურისტის ვაკანსიები (65)