← ყველა ვაკანსია

უფროსი იურისტი

მარშალ დიდი დიღომი

დეველოპერული-სამშენებლო კომპანია "მარშალ დიდი დიღომი" ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლობიან უფროს იურისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, სამშენებლო-დეველოპერული პროცესების იურიდიულ გამართულობას და დოკუმენტაციის სწორ მართვას. ძირითადი მოვალეობები: ** ხელშეკრულებების (ნასყიდობის, ბეს, იჯარის, მომსახურების, შრომითი და სხვ.), შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, ანალიზი და სამართლებრივი რისკების შეფასება; ** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და შიდა დეპარტამენტების კონსულტირება; ** დეველოპერულ და სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების სრული მხარდაჭერა (ნებართვები, ექსპლუატაციაში მიღება, საკადასტრო და განშლის პროცედურები); ** საჯარო რეესტრთან, მუნიციპალურ ორგანოებთან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან იურიდიული ურთიერთობა (მათ შორის იპოთეკისა და სხვა ვალდებულებების რეგისტრაცია/მოხსნის პროცესების მართვა); ** კონტრაქტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან გასაფორმებელი სამშენებლო-საპროექტო ხელშეკრულებების მომზადება და შესრულების სამართლებრივი კონტროლი; ** მომხმარებლებთან/მობინადრეებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების, პრეტენზიებისა და დავების მართვა; ** შიდა იურიდიული შაბლონებისა და პროცედურების სტანდარტიზაცია და სამართლებრივი დოკუმენტბრუნვის კონტროლი; ** საკანონმდებლო და რეგულაციური ცვლილებების მონიტორინგი და კომპანიის საქმიანობაში დროული ასახვა. საჭირო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება უფროსი იურისტის პოზიციაზე დეველოპერულ-სამშენებლო სფეროში; ** საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სამშენებლო და შრომის კანონმდებლობის კარგი ცოდნა; ** უძრავ ქონებასთან, საჯარო რეესტრთან და სამშენებლო პროექტებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** ხელშეკრულებების შედგენის უნარები; ** ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად; სამუშაო ადგილი: თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო 106 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "უფროსი იურისტი".

განაცხადის გაგზავნა →

მარშალ დიდი დიღომი — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →