ანგარიშების ფრანგულენოვანი მენეჯერი
გლობალ ასისტენს ჯორჯია · თბილისი
შეუერთდი Global Assistance Georgia-ს გუნდს, როგორც ანგარიშების ფრანგულენოვანი მენეჯერი.
Global Assistance Georgia ამერიკული კომპანიის ნაწილია, რომელიც ევროპაში №1 პოზიციას იკავებს და წარმოდგენილია 11 ქვეყანაში - 18 ოფისითა და 196-ზე მეტი თანამშრომლით. ჩვენ ვვითარდებით და ვეძებთ მომავალ ფრანგულენოვან ანგარიშის მენეჯერს, რომელიც შეუერთდება დინამიურ გუნდს საერთაშორისო პერსპექტივით.
რა გვჭირდება:
ლიდერული და კლიენტებთან ურთიერთობის უნარები;პროაქტიულობა, პრობლემების იდენტიფიცირებისა და კლიენტებთან ერთად ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოძიების უნარი;მაღალი დატვირთვის პირობებში ეფექტიანად მუშაობის შესაძლებლობა;განვითარების სურვილი;ფრანგულ ენაზე გამართული კომუნიკაციის, ორგანიზებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;კომპიუტერისა და სტანდარტული საოფისე პროგრამების გამართულად ფლობა.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის პროგრამაში მუშაობა, ძირითადი ანგარიშების მართვა და კლიენტებთან კომუნიკაცია პროცესის ეტაპების შესახებ;კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება;პროცესის ნებისმიერ ეტაპზე პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება;დოკუმენტაციის ვადების მონიტორინგი და იურისტების დროული ინფორმირება
რას გთავაზობთ:
ოფიციალურ დასაქმებას, სტაბილურობასა და დროულ ანაზღაურებას: 2 200 ლარი თვეში;ჯანმრთელობის დაზღვევა;ანაზღაურებადი შვებულებას: 24 კალენდარული დღე წელიწადში (საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად);კორპორატიულ ტელეფონს, სრულად აღჭურვილ სამუშაო სივრცესა და კომფორტულ სამუშაო გარემოს;პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას სწრაფად მზარდ საერთაშორისო ჯგუფში;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი - ხუთშაბათი: 10:00 - 19:30 (1 საათი შესვენება)
პარასკევი 10:00 - 16:00
მარტივი და გამჭირვალე შერჩევის პროცესი:
რეზიუმეს განხილვა;გასაუბრება - ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და თქვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად;ფინალური გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;
გამოგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]
სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფრანგულენოვანი ანგარიშის მენეჯერი"
გლობალ ასისტენს ჯორჯია — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- Customer Support Specialist — PM Group
- Customer Support & Sales Agent | E-commerce | Remote — Foxelli Group
- ქოლ-ცენტრის ოპერატორი — ამბოლი
- საინფორმაციო სამსახურის - ღამის ცვლის ოპერატორი — საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
- გერმანულენოვანი მომხმარებელთა ოპერაციების ექსპერტი — TP Georgia
- კლიენტთა მომსახურებისა და შეკვეთების კოორდინატორი — ფაბრიკონი
სხვა ვაკანსიები
- ქოლ-ცენტრისა და მომსახურების ვაკანსიები თბილისში (62)
- ქოლ-ცენტრისა და მომსახურების ვაკანსიები (496)
- ვაკანსიები თბილისში (946)