ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სპეციალისტი
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო · ზუგდიდი
"სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: ზუგდიდის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სპეციალისტი
სამუშაო პირობები:
** ადგილების რაოდენობა: 1;
** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო ადგილი: ზუგდიდის ტექნოპარკი (ლაღიძის ქუჩა 1, სოხუმის ქუჩა 2).
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 დეკემბერი
მოვალეობები:
** ზუგდიდის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) მომხმარებლებისათვის მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა პროტოტიპირებისა და ტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების პროცესში;
** ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბში ტრენინგებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და საკონკურსო აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერის საქმიანობის მხარდაჭერა;
** ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბის აქტივობების პოპულარიზაციაში მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციებისა და სხვა აქტივობების საშუალებით;
** ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბის დანადგარების მოვლა-პატრონობისა და გამოყენების წესების შესწავლა, გათვალისწინება და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა (ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ა.შ.) და ტექნიკის მართვა;
** ფაბლაბის საწყობის მარაგების მართვა;
** სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და შესაბამის მენეჯერებთან კოორდინაციით, დანადგარების სახარჯი მასალებითა და საჭირო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფა;
** ფაბლაბში მოწესრიგებული, უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** ვიზიტები თბილისისა და სხვა რეგიონულ ტექნოპარკებში საჭიროებისამებრ, ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისათვის;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი (ტექნიკური, საინჟინრო, დიზაინის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით).
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
** ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის ცოდნა;
** გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დეტალური ინფორმაცია იხილოთ და განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/frzzc
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- Customer Support & Sales Agent | E-commerce | Remote — Foxelli Group
- Customer Support Specialist — PM Group
- ქოლ-ცენტრის ოპერატორი — ამბოლი
- საინფორმაციო სამსახურის - ღამის ცვლის ოპერატორი — საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
- გერმანულენოვანი მომხმარებელთა ოპერაციების ექსპერტი — TP Georgia
- კლიენტთა მომსახურებისა და შეკვეთების კოორდინატორი — ფაბრიკონი
სხვა ვაკანსიები
- ქოლ-ცენტრისა და მომსახურების ვაკანსიები ზუგდიდში (6)
- ქოლ-ცენტრისა და მომსახურების ვაკანსიები (496)
- ვაკანსიები ზუგდიდში (36)