ჯავშნების კოორდინატორი
შუაგული
საღონისძიებო სივრცე "შუაგული" ეძებს ენერგიულ, ყურადღებიან და მოტივირებულ ჯავშნების კოორდინატორს. ის ჩვენი სტუმრებისა და ბრენდის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი გახდება.
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გეხერხება პროცესების მართვა და გინდა, იმუშაო გარემოში, სადაც ყოველი დღე დღესასწაულის შექმნას ემსახურება, ეს ვაკანსია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი ზარების, შეტყობინებებისა და ჯავშნების ეფექტური მართვა;
** ჯავშნების კალენდრისა და CRM სისტემის მუდმივი მონიტორინგი და განახლება;
** სტუმრებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სივრცის, სერვისებისა და საღონისძიებო პაკეტების შესახებ;
** საორგანიზაციო გუნდთან აქტიური თანამშრომლობა ღონისძიებების დაგეგმვისას და ჯავშნების სიზუსტის უზრუნველყოფა.
ჩვენი მოლოდინი:
** ღონისძიების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული და დახვეწილი კომუნიკაციის უნარი, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი;
** ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected].
მსგავსი ვაკანსიები
- CRM & Marketing Automation Specialist — Resourceful Talent Group
- ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის მომსახურება — მზიური
- B2B კონტენტ მარკეტოლოგი / კოპირაიტერი (დისტანციური, ინგლისური) — Silkstaff
- Marketing Agency — STUJEX
- თურქულენოვანი თამაშის წარმდგენი — ევოლუშენი
- English-Speaking Game Presenter — ევოლუშენი
სხვა ვაკანსიები
- მარკეტინგის ვაკანსიები (224)