შესყიდვების მართვისა და კოორდინაციის დეპარამენტის ბაზრის კვლევის სამსახურის კოორდინატორი
შპს - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება · თბილისი · სრული განაკვეთი
კომპანიის სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. კომპანია შექმნილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ არის 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში მოქმედებს.
კომპანიის ძირითადი ფუნქციაა საქართველოში არსებული სამოქალაქო აეროპორტების მართვა, ზედამხედველობა, განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ამ ეტაპზე, კომპანია ოპერირებს საქართველოს სამ აეროპორტში. ესენია: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი; თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი და ამბროლაურის აეროპორტი.
- შესყიდვების პროცესების ორგანიზება და სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
- მიღებული დავალებების დროული განხილვა;
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მოთხოვნებისთვის ტექნიკური დავალების მომზადება ჩამოყალიბება;
- დავალებების მიხედვით პოტენციური მიმწოდებლებთან კომუნიკაცია;
- პოტენციურ მიმწოდებლებთან შეხვედრების გამართვა და კომპანიის წარმომადგენლობა;
- ბაზრის კვლევის წარმართვა კანონმდებლობისა და რეკომენდაციების შესაბამისად.
- ბაზრის კვლევის შესახებ ინფორმაციის პორტალში განთავსებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- ბაზრის კვლევის დოკუმენტალურად გამართვა და შესაბამისი ბაზის წარმოება;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილობით მოხსენების წარდგენა ხელმძღვანელი პირებისათვის;
- უფლებამოსილების ფარგლებში, კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
შპს - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- Ocean Getaways - Copywriter & Content Producer — JobRack
- კონტენტისა და პრომოუშენის მენეჯერი — TAZE Technologies
- მარკეტინგის სპეციალისტი — Global Beer Georgia
- უფროსი ბრენდ მენეჯერი — Global Beer Georgia
- CRM & Marketing Automation Specialist — Resourceful Talent Group
- ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის მომსახურება — მზიური
სხვა ვაკანსიები
- მარკეტინგის ვაკანსიები თბილისში (22)
- მარკეტინგის ვაკანსიები (226)
- ვაკანსიები თბილისში (982)