← ყველა ვაკანსია

აუდიტისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)

სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

სააგენტოს მიზანია მოქალაქეთა დასაქმებაში ხელშეწყობა, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირება, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება. ა) სააგენტოს მიერ წარმოებული საქმიანობის მართებულობისათვის, რესურსების ეფექტიანად და ეკონომიურად გამოყენებისათვის, მართვის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა, რისკების ანალიზი, სააგენტოს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრა ობიექტური შემოწმებისა და შეფასების საშუალებით; ბ) სააგენტოს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; გ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი და კონტროლი; დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ საჩივარ-განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ე) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის/ინფორმაციის შედგენა და სააგენტოს ხელმძღვანელისთვის წარდგენა. ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირებისათვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება. ზ) სააგენტოს სერვისების და პროგრამების შესაბამისობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება და რეკომენდაციების მომზადება. თ) სააგენტოს ყველა სერვისისა და პროგრამისთვის შესაბამისი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება, აღნიშნული სისტემის პერიოდული განახლება; ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციაზე რეაგირება. კ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საჯარო ინფორმაციის მიწოდება. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;   • საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“; • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; • საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“ • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“; • ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის; • ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები (ISQM); • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA); • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS); • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“; • „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის  N630-ე დადგენილება; • „მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის N 70-ე დადგენილება; • „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 02 აპრილის N120-ე დადგენილება; • სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულება;

განაცხადის გაგზავნა →

სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →