მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ფინანსისტი)
ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი · ტყიბული · სრული განაკვეთი
• მოხელე ვალდებულია სპეციალური მითითების (დავალების) გარეშე შეასრულოს მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული მოვალეობა, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით. მოხელე სრულად პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებული საქმიანობის კანონიერებისთვის, ეფექტურად და სრულყოფილად განხორციელებისათვის;
• საგანმანათლებლო რესურსცენტრში კანონმდებლობით მინიჭებულ ფარგლებში ფინანსური ოპერაციების წარმოება;
• საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა და შენახვა;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
• საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთების ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში მონაწილეობა;
• სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კრებსითი ბიუჯეტისა და ბალანსის მომზადება;
• შემოსავლების სამსახურში ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების წარდგენა;
• სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით წლიური გეგმისა და ანგარიშის მომზადება;
• შესყიდვებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
• კომპეტენციის ფარგლებში წარმოდგენილი კორესპონდენციის განხილვა და საპასუხო წერილების მომზადება;
• რესურსცენტრის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
1. საქართველოს კონსტიტუცია.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
3. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.
4. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“.
5. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულება.
7. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“.
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“.
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ“.
ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- აუდიტისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) — სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
- Remote - KYC Specialist — Torrero
- პრობლემური სესხის ოფიცერი (WOF) ყვარელში — კრედო ბანკი
- პრობლემური სესხის ოფიცერი (WOF) გურჯაანში — კრედო ბანკი
- პრობლემური სესხის ოფიცერი (WOF) ახმეტაში — კრედო ბანკი
- მოლარე-ინკასატორი - ხაშური — ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი