პროდუქციის ჩამომსხმელი
საქართველოს შენადნობთა საჩამომსხმელო · ქუთაისი
საქართველოს შენადნობთა საჩამომსხმელო აცხადებს ვაკანსიას: პროდუქციის ჩამომსხმელი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00; საწარმოო საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია ცვლებში, მათ შორის ღამის ცვლაში, მუშაობა.
ძირითადი მოვალეობები
შენადნობი მასის ჩამოსხმა დადგენილი ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისად;ნახევარფაბრიკატის ფორმიდან ამოღება და მისი დამსხვრევა;თითოეული ჩამოსხმული პარტიიდან ნიმუშის აღება ხარისხის კონტროლის მიზნით;დანადგარისა და სამუშაო ადგილის ნარჩენებისგან გაწმენდა;სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;შრომის უსაფრთხოების წესებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება;სამუშაოსთან დაკავშირებული ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
მოთხოვნები
პასუხისმგებლობისა და დისციპლინის მაღალი დონე;ყურადღებიანობა და სამუშაო პროცესის წესების ზუსტად შესრულების უნარი;ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა;საწარმოო გარემოში მუშაობის სურვილი;შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.მეტალურგიულ ან სხვა საწარმოო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;მსგავს პოზიციაზე ან ჩამოსხმის პროცესთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ
სტაბილურ სამუშაოს;ორშაბათი–პარასკევის სამუშაო გრაფიკს;სამუშაო დროს 09:00–18:00;ანაზღაურებას — 1500 ლარს;სამუშაო პროცესის შესწავლისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას.
შენიშვნა: სამუშაო ადგილის მდებარეობისა და ცვლური/ღამის გრაფიკის შესაძლო საჭიროებიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება ქუთაისში ან სამუშაო ადგილთან ახლოს მცხოვრებ კანდიდატს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995598997844
საქართველოს შენადნობთა საჩამომსხმელო — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- Senior Product Manager (Insurance) — MEDvidi
- Product Manager — Zexter
- Senior IT Operations Engineer (Automation & Infrastructure ) — TNET
- Russian Speaking Game Presenter — ევოლუშენი
- დეველოპერული პროექტების კლიენტთა მოზიდვის მენეჯერი — საქართველოს ბანკი
- ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტი — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სხვა ვაკანსიები
- IT ვაკანსიები ქუთაისში (7)
- IT ვაკანსიები (446)
- ვაკანსიები ქუთაისში (204)