ვიდეოგრაფი
არქი · თბილისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ ვიდეოგრაფს
მისი ფუნქციები იქნება:
ბრენდისა და მისი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება და ვიდეომასალის უზრუნველყოფა სხვადასხვა პლატფორმისათვის;„არქი“-ს და მასთან დაკავშირებული სოციალური გვერდებისათვის ვიდეოკონტენტის შექმნა;კომპანიის შიდა და გარე ღონისძიებების, კორპორაციული, სარეკლამო, საიმიჯო, მარკეტინგული, HR და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების ვიდეოგადაღება;ვიდეოგადაღების პროცესის ორგანიზება და განხორციელება;ვიდეომასალის პროფესიონალური მონტაჟი და საბოლოო პროდუქტის დამუშავება;სხვადასხვა ციფრული პლატფორმისა და საკომუნიკაციო არხის მოთხოვნების შესაბამისად ვიდეოკონტენტის ადაპტირება;ვიდეომასალის ხარისხის, ვიზუალური სტილისა და კომპანიის ბრენდულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;ვიდეომასალის სისტემატიზაცია, კატეგორიზაცია და ციფრული არქივის წარმოება;ვიდეოტექნიკისა და დრონის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მათი სათანადო მოვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესაბამისი პროფესიული განათლება ან ვიდეოგრაფიის მიმართულებით გავლილი სპეციალიზებული კურსები ჩაითვლება უპირატესობად;ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;აუცილებელია საკუთარი პროფესიონალური ფოტოაპარატის, დრონისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის ქონა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
მსგავსი ვაკანსიები
- ფოტოგრაფი — არქი
- Affiliate Manager (Remote - Georgia) — EverAI
- Graduate Engineer (remote work) — TuxCare Inc.
- MSME Tribe Lead — თიბისი
- ასოცირებული კორპორატიული საოპერაციო ბანკირი - კორპორატიული ბიზნესი — თიბისი
- ბუღალტერი — ტრანსპორტერ ჯგუფი
სხვა ვაკანსიები
- ფინანსებისა და ბანკის ვაკანსიები თბილისში (139)
- ფინანსებისა და ბანკის ვაკანსიები (865)
- ვაკანსიები თბილისში (982)