← ყველა ვაკანსია

ფოტოგრაფი

არქი · თბილისი

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „არქი“-ში ვეძებთ ფოტოგრაფს და მისი ფუნქციები იქნება: ბრენდისა და მისი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება და ფოტომასალის უზრუნველყოფა სხვადასხვა პლატფორმისათვის;„არქი“-ს და მასთან დაკავშირებული სოციალური გვერდებისათვის ფოტოკონტენტის შექმნა;კომპანიის კორპორაციული, სარეკლამო, მარკეტინგული, HR და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების/ღონისძიებების ფოტოგადაღება;ფოტოგადაღების პროცესის ორგანიზება და განხორციელება;გადაღებული ფოტომასალის პროფესიონალური დამუშავება და საჭირო ფორმატში მომზადება;ფოტომასალის ხარისხის, ვიზუალური სტილისა და კომპანიის ბრენდულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;ფოტომასალის სისტემატიზაცია, კატეგორიზაცია და ციფრული არქივის წარმოება;ფოტოგადაღებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გამართული მუშაობისა და მზადყოფნის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: შესაბამისი პროფესიული განათლება ან ფოტოგრაფიის მიმართულებით გავლილი სპეციალიზებული კურსები ჩაითვლება უპირატესობადანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;აუცილებელია საკუთარი პროფესიონალური ფოტოაპარატისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის ქონა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის გაგზავნა →

არქი — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →