← ყველა ვაკანსია

სწავლებისა და ორგანიზაციული განვითარების ოფიცერი

რუსთავის აზოტი · რუსთავი

სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი. სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით. სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას სწავლებისა და ორგანიზაციული განვითარების ოფიცრის პოზიციაზე. ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო ძირითადი მოვალეობები: ** ადგილობრივ თემებთან, მუნიციპალურ წარმომადგენლებთან და ყველა შესაბამის შიდა და გარე დაინტერესებულ მხარესთან რეგულარული კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** თემებთან ჩართულობის შეხვედრების, კონსულტაციების, ცნობიერების ამაღლების სესიებისა პროგრამების ორგანიზება და ჩატარება; ** დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობის გეგმის განხორციელების მხარდაჭერა და EBRD/ADB/IFC-ის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება; ** სოციალური რისკების, თემების შეშფოთებებისა და წარმოქმნილი საკითხების იდენტიფიცირება; მათი მართვისთვის რეკომენდებული შემარბილებელი ღონისძიებების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის; ** კომპანიისა და თემებს შორის დროული და ზუსტი ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა პროექტის საქმიანობების, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივების, უსაფრთხოების განახლებებისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ; ** თემის განვითარების ინიციატივების ხელშეწყობა და CSR პროექტებისა და ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობის მხარდაჭერა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად; ** საჩივრების მართვის მექანიზმის სრული ციკლის მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ყველა დაინტერესებული მხარისგან მიღებული საჩივრების მიღება, რეგისტრაცია, დადასტურება და კატეგორიზაცია; ** საჩივრების ტენდენციებისა და ანალიზის ინტეგრირება SEP-ის განხორციელებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობის დაგეგმვაში; ** საჩივრების გამოძიების ჩატარება, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია და მათი დროული გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ** რთული ან გადაუჭრელი საჩივრების ესკალაცია საჩივრების განხილვის კომიტეტში და კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფა; ** საჩივრების წარდგენის პროცედურების, საინფორმაციო მასალებისა და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების მომზადება და გავრცელება თემებისა და თანამშრომლებისთვის; ** თემის კეთილდღეობის ხელშეწყობა და რისკების შემცირება სოციალური რისკების პროაქტიული იდენტიფიცირებისა და პრევენციული ღონისძიებების რეკომენდაციის გზით, ასევე SEP-ისა და საერთაშორისო დამფინანსებლების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა კოორდინირებული დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობისა და საჩივრების გადაწყვეტის პროცესის მეშვეობით; ** შიდა და გარე აუდიტების პროცესებში ჩართულობა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მჭიდრო კოორდინაცია E&S, HSE, ESG და CSR გუნდებთან; ** ყოვლისმომცველი ანგარიშების მომზადება, გადახედვა და გამოქვეყნება, კოორდინაციით ანგარიშგების ოფიცრებთან, სიზუსტის უზრუნველყოფით და შიდა მოთხოვნებთან, ასევე გარე რეგულატორული, აუდიტორული და დაინტერესებული მხარეების მოლოდინებთან შესაბამისობაში; ** შეასრულოს კომპანიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი პოლიტიკებით, პროცედურებით და სავალდებულო სახელმძღვანელო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დავალებები და ინსტრუქციები / სხვა დაკავშირებული საქმიანობა, რაც სამუშაო პროცესში წარმოიშობა და ემსახურება კომპანიის მიზნებსა და ამოცანებს; ** ტრენინგებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების დაგეგმვასა და განვითარებაში კომპანიის სტრატეგიული მიზნებისა და EBRD / ADB / IFC-ის მოთხოვნების შესაბამისად, მონაწილეობის მიღება; ** ტრენინგების საჭიროებების შეფასების (Training Needs Assessment) განხორციელება შიდა თანამშრომლებისა და გარე დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისთვის; ** ტრენინგების კონცეფციების, სასწავლო პროგრამების, მოდულების, პრეზენტაციებისა და შესაბამისი სასწავლო მასალების მომზადება; ** ტრენინგების (სემინარები, ვორქშოპები, საინფორმაციო და საველე ტრენინგები) ორგანიზება და კოორდინაცია, მათ შორის ლოგისტიკური უზრუნველყოფა და ტრენერებთან/მონაწილეებთან კომუნიკაცია; ** ტრენინგების განხორციელების მონიტორინგი, უკუკავშირის შეგროვება, შედეგების შეფასება და პროგრამების გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება; ** ტრენინგებთან დაკავშირებული მონაცემების, მონაწილეთა სიების და შედეგების დოკუმენტირება და შესაბამის ანგარიშგებაში მონაწილეობა კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, სამართლის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით; ** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ან საჩივრების მართვის მიმართულებით; ** საჩივრების მიღების, განხილვის, მოკვლევისა და გადაწყვეტის პროცესების ცოდნა; ** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოებისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი; ** შეხვედრების, კონსულტაციების, ტრენინგებისა და საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება; ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (ინგლისური - მინიმუმ B2 დონეზე) და MS Office-ის კარგად ფლობა; ** EBRD/ADB/IFC-ის სტანდარტების, SEP-ისა და საჩივრების მართვის მექანიზმების (GRM) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ვადების დაცვის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →

რუსთავის აზოტი — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →