← ყველა ვაკანსია

სერვის მენეჯერი

ელენესთან

ქართული რესტორანი "ელენესთან" ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ სერვის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს დარბაზის გუნდს და უზრუნველყოფს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას. ძირითადი მოვალეობები: ** დარბაზის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კონტროლი; ** მიმტანების, მზარეულებისა და ბარის თანამშრომლის საქმიანობის კოორდინაცია; ** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლების ორგანიზება; ** მომსახურების შესრულების კონტროლი; ** სტუმრების მიღებისა და მომსახურების პროცესის ზედამხედველობა; ** სტუმრების უკუკავშირის მოსმენა და პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა; ** დარბაზის მზადყოფნის, სისუფთავისა და მოწესრიგებულობის კონტროლი; ** მენიუს, კერძებისა და სასმელების ცოდნის უზრუნველყოფა გუნდისთვის; ** შეკვეთების, ანგარიშსწორებისა და სალაროს პროცესების კონტროლი; ** მარაგებისა და ინვენტარის კონტროლში მონაწილეობა; ** გაყიდვების ზრდასა და სტუმრების კმაყოფილებაზე ორიენტირებული ინიციატივების შეთავაზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სერვის მენეჯერის ან უფროსი მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი; ** კომუნიკაბელურობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების შესაბამისად); ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კვებას სამუშაო პროცესში და ღამის ტრანსპორტირებას. სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლოლაკი დასაქმება: 10 საათი, 5/2-ზე ან 6/1 ზე ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით, საორიენტაციოდ 2000-2500 ლარი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე [email protected] (მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ვოთსაფში +995599507775 ვადა: 30.11.2026

განაცხადის გაგზავნა →

ელენესთან — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →