← ყველა ვაკანსია

Pastry Chef – Choux Pastry & Éclair Production

Goodwill

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე პოზიციაზე.  გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: ეკლერის ცომის მომზადება დადგენილი რეცეპტურისა და ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად;ცომის ფორმირება და შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესების დაცვა;მომზადებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;სამუშაო ინვენტარისა და სივრცის მოწესრიგება;სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები:საკონდიტრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ცომთან მუშაობის გამოცდილება;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;გუნდურად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები:სამუშაო გრაფიკი: 15:00-დან 22:00 საათამდე(კვირაში 1 დღე დასვენება);ანაზღაურება: 6.90 ლარი საათში;ლოკაცია: დიღომი;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ:კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 200 712გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →

Goodwill — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →