იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო საქმეების წარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი
სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ადმინისტრირებას უწევს სახელმწიფო სოციალურ პროგრამებს და სახელმწიფო გასაცემლებს, რომლის მიზანია მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი, მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერა, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოში სააგენტოს ტერიტორიული სერვისცენტრები 70 მისამართზეა განთავსებული, რომლებიც, ყოველთვიურად, შესაბამის მომსახურებას უწევენ ქვეყნაში მცხოვრებ დაახლოებით 1,7 მილიონ მოქალაქეს.
• სამმართველოს დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
• სამმართველოს მუშაობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა;
• სამმართველოში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების ანალიზი, სამართლებრივი შეფასება, ინფორმაციის მოძიება/დამუშავება და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
• საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალ ყველა სასამართლოში და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სააგენტოს სახელით და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმომადგენლობა. დავალებული სასამართლო საქმეების შესწავლა/დამუშავება და სასამართლო სხდომისთვის მომზადება. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარეთა საპროცესო მოქმედებების განხორციელება, მათ შორის სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, განცხადებების, ახსნა–განმარტებების, შესაგებლების მომზადება/წარდგენა, საჭიროების შემთხვევაში ან სასამართლო დავალების შესაბამისად საქმის მასალების უზრუნველყოფა შესაბამისი მტკიცებულებებით;
• რეგიონებში არსებული სასამართლოს საქმეების მომზადებისა და სასამართლოში წარდგენა/წარმომადგენლობის გაწევა. სააგენტოს სისტემაში ერთიანი სამართლებრივი პოლიტიკის განხორციელების უზრუნვეყოფის მიზნით, სასამართლო საქმეებზე სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
• სამსახურებერივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით სამართლებრივი რისკების შეფასება და პრიორიტეტების დაგეგვმვა, მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების პროექტების მომზადება/ხელმოწერა. დავალების შესრულების პროცესში ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა და კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება. დეპარტამენტის და სამმართველოს საქმიანობის კანონშესაბამისად წარმართვის ხელშეწყობა;
• კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
• სამმართველოში შემოსული განცხადებების/წერილების ანალიზი, სამართლებრივი შეფასება და სათანადო გადაწყვეტილებების პროექტის მომზადება. საქმიანობის შესაბამისად სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/მომზადება ან/და მის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ანალიზი და შესაბამისი სამართლებრივი დასკვების შედგენა;
• სააგენტოს ფუნქციების რეალიზაციისას წამოჭრილი სადავო საკითხების სამართლებრივ გადაწყვეტასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
• კომპეტენციის ფარგლებში და ხელმძღვანელობის დავალებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ან სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ადმინისტრაციული/სამოქალაქო გარიგებების (შეთანხმებები, მემორანდუმები, ხელშეკრულებები და ა.შ.) პროექტების მომზადება, ან პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ან ადმინისტრაციული გარიგებების სამართლებრივი ანალიზი/შეფასება;
• სამმართველოს საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობა და სამმართველოს სამუშაო გეგმების მომზადება/მონაწილეობის მიღება;
• სამსახურეობრივ საკითხებთან დაკავშირებით ინიციატივების შემუშავება და წინადადებების მომზადება. დირექტორის დავალების საფუძველზე როგორც კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან სააგენტოს სახელით წარმომადგენლობის გაწევა;
• სააგენტოს თანამშრომელთა და მესამე პირების სამართლებრივი კონსულტაცია;
• სააგენტოს კომისიებში, სამუშაო ჯგუფებში და საბჭოებში მონაწილეობის მიღება, როგორც წევრად ასევე, ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით;
• საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგაწესით და მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელება. მათ შორის, უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს დირექტორისა და დირექტორის მოადგილის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
• სამმართველოს ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ხელმძღვანელთათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება/წარდგენა;
• სამმართველოსა და დეპარტამენტის სამუშაო გეგმების მომზადება/მონაწილეობის მიღება;
• სამმართველოს ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ხელმძღვანელთათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება/წარდგენა;
• საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგაწესით და მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელება;
• მოხსენებითი და სამსახურეობრივი ბარათების, საპასუხო წერილების პროექტების მომზადება, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/მონაწილეობის მიღება;
• სასამართლო დავების სტატისტიკური ანალიზი და განხილვის ხელშეწყობა/ორგანიზება;
• საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის კვარტალური და ყოველკვირეული ანგარიშის მომსაზადება და წარდგენა სასამართლო საქმეების შესახებ;
• ტერიტორიულ ერთეულებისათვის სასამართლო განჩინების, უწყებების, გზავნილების გაგზავნა, შესრულებისა და შემდგომი ღონისძიების გატარების მიზნით;
• სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშგება და დეპარტამენტის მიერ სამუშაო გეგმებისა და მოხსენებების მომზადებაში მონაწილეობა;
• სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშებისა და სამუშაო გეგმების მომზადება;
• ყოველდღიურად სამმართველოში კორესპონდენციისა და სასამართლო დავების აღრიცხვა-დამუშავება და სასამართლო წარმოების სააღრიცხვო–საინფორმაციო ბაზაში მონაცემების ასახვის უზრუნველყოფა. საქმისწარმოების წესების შესაბამისად სასამართლო საქმეების სათანადო წესით აღრიცხვა და შენახვის ხელშეწყობა. დასრულებული საქმეების დაარქივების მიზნით მომზადება და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ღონისძიებების განხორციელება/მონაწილეობის მიღება;
• ხელს უწყობს სამმართველოში კარგი სამუშაო ატმოსფეროს შექმნას და დეპარტამენტში დასაქმებულ პირებს უზიარებს მის პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას;
• სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება, შესრულების ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
• გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელის დავალებისა და სააგენტოში მოქმედი აქტებით განსაზღვრული წესით.
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
• საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;
• საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
• საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;
• საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
• საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“;
• საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“;
• საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;
• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანება;
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის იურისტი — სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო
- საწარმოს თანამშრომელი — ჯეო დეკორი
- იურისტი — პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ
- უფროსი იურისტი — მარშალ დიდი დიღომი
- უმცროსი იურისტი — მარშალ დიდი დიღომი
- იურიდიული სამსახურის სტაჟიორი — სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
სხვა ვაკანსიები
- იურისტის ვაკანსიები თბილისში (15)
- იურისტის ვაკანსიები (65)
- ვაკანსიები თბილისში (946)