რეცეფციის თანამშრომელი
Auroom Bakuriani Resort · ბაკურიანი
სასტუმრო "AUROOM BAKURIANI", რომელიც 2018 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაკურიანში, ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს რეცეფციის პოზიციაზე.
თუ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ და ჯანსაღ გარემოში, მიიღოთ ახალი გამოცდილება და განვითარდეთ სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, შემოგვიერთდით!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და განთავსების პროცესის მართვა;
** სასტუმროს საინფორმაციო სისტემაში სტუმრების მონაცემების რეგისტრაცია;
** ოთახებისა და დამატებითი სერვისების ანგარიშსწორების კონტროლი;
** ონლაინ დაჯავშნის არხებიდან და სხვა წყაროებიდან მიღებული ჯავშნების მონიტორინგი;
** საჭირო ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება, სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებში;
** 12 საათიანი გრაფიკი და შემდგომი 24 საათი დასვენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის ცოდნა — სავალდებულო;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასტუმროს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ AUROOM BAKURIANI:
** მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
** სამუშაო პერიოდში განთავსებას;
** კვებას;
** შრომის ანაზღაურებას;
** განიხილება სეზონური და არასეზონური მუშაობის ფორმატი.
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]
შემოგვიერთდით AUROOM BAKURIANI-ს გუნდში!
Auroom Bakuriani Resort — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- ბელბოი — აჭარა ჯგუფი
- სუ შეფი — ბენედიქტი
- ბანქოს მჩეხავი — ევოლუშენი
- სუ შეფი — აჭარა ჯგუფი
- უმცროსი სუ შეფი — აჭარა ჯგუფი
- სტიუარდი — აჭარა ჯგუფი