← ყველა ვაკანსია

კომუნიკაციისა და სოციალური მედიის სპეციალისტი

გარდერობ ჯგუფი

"გარდერობ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციისა და სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე. ზოგადი ინფორმაცია დეპარტამენტი: მარკეტინგი უშუალო ხელმძღვანელი: მარკეტინგის მენეჯერი შტატი: 2 თანამშრომელი ერთ პოზიციაზე სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული, ცვლებში (ცვლების განრიგს ამტკიცებს მარკეტინგის მენეჯერი) სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი ანაზღაურება: 1500 ლარი სამუშაო გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 40 სთ ფუნქცია-მოვალეობები: ქოლ ცენტრი ** შემომავალ ზარებზე დროული პასუხი და მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება: პროდუქცია, ზომები, მარაგი, ფასები, მოქმედი აქციები, მაღაზიების მისამართები და სამუშაო საათები. ** გამოტოვებულ ზარებზე უკუზარი იმავე სამუშაო დღეს. ** მომხმარებლის მოთხოვნებისა და საკითხების ჩანიშვნა და უშუალო მენეჯერთან კომუნიკაცია. ** საჩივრების პირველადი მიღება, შესაბამის მაღაზიასთან კოორდინაცია და საკითხის გადაწყვეტამდე მიყოლა. სოციალური მედია ** სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram) შემომავალ კორესპონდენციასა და კომენდარებზე დროული პასუხი. ** სოციალური ქსელებისა და ონლაინ შეფასებების (მაგ. Google) მონიტორინგი და პასუხის გაცემა. ** სტანდარტული პასუხებისა და ხშირად დასმული კითხვების (FAQ) ბაზის შევსება და განახლება. მომსახურების სტანდარტი და ანგარიშგება ** კომპანიის მომსახურების სტანდარტის დაცვა ყველა არხში (მისალმება, ტონი, პასუხის დრო). ** ყოველკვირეული ანგარიში მარკეტინგის მენეჯერს: მომართვების რაოდენობა და ტიპები, ხშირი საკითხები, საჩივრები და მომხმარებლის შემოთავაზებები. ** მიმდინარე აქციების, კამპანიებისა და ახალი კოლექციების დეტალური ცოდნა მაღაზიებთან კოორდინაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** მომხმარებლის მომსახურების ან ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; სასურველია საცალო ვაჭრობის ან მოდის სფეროში. ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ზეპირი და წერითი, შეცდომების გარეშე); ინგლისური და/ან რუსული სასურველია. ** Ms Office-ის თავისუფალი ფლობა, ** კომუნიკაციის მაღალი კულტურა, ზრდილობიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა. ** სტრესის მართვის უნარი და რამდენიმე არხზე ერთდროულად მუშაობის უნარი. ** სიზუსტე, პასუხისმგებლობა საკონტაქტო ელფოსტა: [email protected]

განაცხადის გაგზავნა →

გარდერობ ჯგუფი — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →