← ყველა ვაკანსია

მარკეტინგის მენეჯერი

გარდერობ ჯგუფი

"გარდერობ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ზოგადი ინფორმაცია: დეპარტამენტი: მარკეტინგი უშუალო ხელმძღვანელი: აღმასრულებელი დირექტორი ქვედარები: კომუნიკაციისა და სოციალური მედიის სპეციალისტები (2) ანაზღაურება: 4000 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება პარტნიორ სააგენტოსთან ერთად ** წლიური მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა და საკომუნიკაციო არხებად და ბრენდებად ჩაშლა. ** მარკეტინგული კალენდრის შემუშავება, წარმოება და მონიტორინგი (კომუნიკაციები, აქციები, კამპანიები). ** მარკეტინგული აქტივაციების დაგეგმვა და განხორციელება მაღაზიებში და ონლაინ. ** პარტნიორული აქციების დაგეგმვა და კოორდინაცია ** საცალო ვაჭრობის დირექტორთან და მაღაზიის მენეჯერებთან კოორდინაცია, რომ აქციები დროულად და სწორად აღსრულდეს მაღაზიებში (ვიზუალები, ფასები, პერსონალის ინფორმირება). ** სააგენტოსთან ყოველდღიური მუშაობა და კომუნიკაცია. ** სააგენტოს დაბრიფვა თითოეულ კამპანიაზე (მიზანი, აუდიტორია, არხები, ბიუჯეტი, ვადები). ** სააგენტოს სამუშაოს მონიტორინგი: ვადების დაცვა, კონტენტის ხარისხი, ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობა. ** სააგენტოს მიერ მოწოდებული შედეგების ანალიზი და შემდეგი კამპანიებისთვის დასკვნების გაკეთება. ** ბრენდებთან მარკეტინგული ურთიერთობა და თითოეული ბრენდის მიმართულებით კალენდრის დადასტურება. ** ბრენდების გაიდლაინების დაცვის უზრუნველყოფა ყველა კომუნიკაციაში და მაღაზიის ვიზუალში. ** კამპანიების რეპორტების მომზადება პარტნიორ სააგენტოსთან ერთად ** ბიუჯეტის ათვისების ყოველთვიური მონიტორინგი ფინანსურ დირექტორთან ერთად. ** ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და ბიუჯეტის გადანაწილების შემოთავაზება. ** კომუნიკაციისა და სოციალური მედიის სპეციალისტების გუნდის მართვა. ** ცვლების გრაფიკის დამტკიცება, სტანდარტული პასუხების და ესკალაციის წესის განსაზღვრა. ** გუნდის სამუშაოს შეფასება, ტრენინგი და განვითარება. ** კამპანიებისა და აქციების შედეგების ანალიზი: გაყიდვები, მაღაზიის ვიზიტები, სოციალური მედიის მაჩვენებლები. ** ქოლ ცენტრისა და სოციალური ქსელების მომართვების ანალიზი და მომხმარებლის უკუკავშირის გადაცემა შესაბამის გუნდებისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** უმაღლესი განათლება მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მოკიდებულ სფეროში. ** მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი; სასურველია საცალო ვაჭრობის, ან მოდის სფეროში. ** გუნდის მართვისა და სააგენტოსთან მუშაობის გამოცდილება. ** ბიუჯეტის დაგეგმვისა და შედეგების ანალიზის უნარი; Excel-ის თავისუფალი ფლობა. ** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის ცოდნა (Meta Business Suite, Google Analytics). ** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. ** სტრატეგიული აზროვნება, შემოქმედებითობა და ვიზუალური გემოვნება. ** რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვისა და ვადების დაცვის უნარი. საკონტაქტო ელფოსტა: [email protected]

განაცხადის გაგზავნა →

გარდერობ ჯგუფი — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →