სასტუმროს ადმინისტრატორი
Day Inn
სასტუმრო "Day Inn" რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უნაბში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 11 ნომერი.
ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლეო ქიაჩელის 10 (რუსთაველის მეტროსთან ახლოს);
** ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი;
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ფორმა.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და განთავსება (Check-in)
** სტუმრების გაწერა (Check-out)
** სტუმრების მოთხოვნებისა და საკითხების მართვა
** სატელეფონო ზარებზე პასუხი
** მენეჯერის ინსტრუქციების შესრულება
** ყოველდღიური ადმინისტრაციული დავალებები
საჭირო უნარები:
** სამუშაო გამოცდილება ადმინისტრატორის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა
** დეტალებზე ყურადღება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ - "ადმინისტრატორი", ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557 789 014
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი ვაკანსიები
- დასუფთავების თანამშრომელი — Day Inn
- ბელბოი — აჭარა ჯგუფი
- სუ შეფი — ბენედიქტი
- ბანქოს მჩეხავი — ევოლუშენი
- სუ შეფი — აჭარა ჯგუფი
- უმცროსი სუ შეფი — აჭარა ჯგუფი