← ყველა ვაკანსია

აკადემიური თანამდებობები

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შპს "კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. ვაკანსია №1 თანამდებობა: პროფესორი მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: შინაგანი მედიცინა დისციპლინის ტიპი: კლინიკური ვაკანსიების რაოდენობა: 1 არჩევის ვადა: 5 წელი ვაკანსია №2 თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: შინაგანი მედიცინა დისციპლინის ტიპი: კლინიკური ვაკანსიების რაოდენობა: 4 არჩევის ვადა: 4 წელი დაიშვება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური კანდიდატის შერჩევა. ვაკანსია №3 თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: ფსიქიატრია დისციპლინის ტიპი: კლინიკური ვაკანსიების რაოდენობა: 1 არჩევის ვადა: 4 წელი დაიშვება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური კანდიდატის შერჩევა. ვაკანსია №4 თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: ნევროლოგია დისციპლინის ტიპი: კლინიკური ვაკანსიების რაოდენობა: 1 არჩევის ვადა: 4 წელი ვაკანსია №5 თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: რადიოლოგია დისციპლინის ტიპი: კლინიკური ვაკანსიების რაოდენობა: 1 არჩევის ვადა: 4 წელი ვაკანსია №6 თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფილოსოფიის მიმართულება დისციპლინის ტიპი: არაკლინიკური ვაკანსიების რაოდენობა: 1 არჩევის ვადა: 4 წელი მოთხოვნები კანდიდატის მიმართ: ** პროფესორი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. ** ასოცირებული პროფესორი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. ** ასისტენტ-პროფესორი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. ** ასისტენტი: დოქტორანტის სტატუსი. ** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე. კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში დამატებით: ** შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი. ** პროფესორი: სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება. ** ასოცირებული პროფესორი: სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება. ** ასისტენტ-პროფესორი: სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება. ** ასისტენტი: დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში. თუ თანამდებობა ასევე შეიძლება დაიკავოს პროფესიული ნიშნით კვალიფიციურმა პირმა, მისი კვალიფიკაცია უნდა დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. წარსადგენი დოკუმენტები: ** ავტობიოგრაფია (CV). ** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი. ** აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ** პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობებისათვის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ** ასისტენტის თანამდებობისათვის დოქტორანტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (იხილეთ ჩამონათვალი ქვემოთ *). ** კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატისა და კლინიკური გამოცდილების (ასისტენტისთვის: კლინიკურ სპეციალობაში დოქტორანტად ყოფნის) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ** პროფესიული ნიშნით მონაწილე კანდიდატი: პროფესიული გამოცდილების, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები. *ინგლისური ენის ცოდნა დასტურდება ერთ-ერთით: ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობა არანაკლებ 1 წელი; საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო ან კვლევითი საქმიანობა ინგლისურ ენაზე არანაკლებ 1 წელი; დასრულებული ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომის შემდგომი პროგრამა; B2 დონის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.). დოკუმენტის არქონის შემთხვევაში ცოდნა შემოწმდება უნივერსიტეტის ტესტირებით ან საკონკურსო კომისიის გასაუბრებით ინგლისურ ენაზე. საბუთების მიღება: მიღების დაწყება: 2026 წლის 25 დეკემბერი მიღების დასრულება: 2026 წლის 31 დეკემბერი, 23:59 საათი ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected] წერილის სათაური/შემცველობა: სავალდებულოა წერილში მიუთითოთ ვაკანსიის ნომერი, თანამდებობა და მიმართულება ან სასწავლო დისციპლინა, რომელზეც წარმოადგენთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი განუხილველად დარჩება. საბუთები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფოსტით, მითითებულ ვადაში. შერჩევის პროცედურა: ** კონკურსს ატარებს უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია. კომისია ჯერ ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას მოთხოვნებთან, შემდეგ კი შესაბამის კანდიდატებს აფასებს. ** შეფასების კრიტერიუმები: აკადემიური ხარისხი ან პროფესიული ნიშნით კვალიფიკაცია და მისი შესაბამისობა ვაკანსიასთან; სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნის დონე; პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები; კლინიკური ან სამუშაო გამოცდილება. ** კომისიას შეუძლია ჩაატაროს გასაუბრება, სადემონსტრაციო ლექცია ან გამოიყენოს შეფასების სხვა საშუალება. ** კომისია გადაწყვეტილებას იღებს საბუთების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. გადაწყვეტილება ყველა კონკურსანტს ეცნობება ელექტრონული ფოსტით, მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. ** კონკურსანტს შეუძლია კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს რექტორთან, მოტივირებული განცხადებით, შეტყობინებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

განაცხადის გაგზავნა →

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →