სუ შეფი
რესტორანი პაბი გრილი საჭაშნიკე · თბილისი
რესტორანი, პაბი, გრილი საჭაშნიკე აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე
უშუალო ხელმძღვანელი - შეფ მზარეული
სამუშაო გრაფიკი - სრული
პოზიციის ძირითადი როლი - სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობა ყოველდღიური პროცესების მართვით და გუნდის კოორდინირებული მუშაობით
ძირითადი ფუნქციები
სამზარეულოს გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, HACCP – ის სტანდარტების შესაბამისად;ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; პროცესების ოპტიმიზაციისა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვის პროცესში ჩართულობა;სამუშაო პროცესების დაგეგმვა, გუნდის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია;თანამშრომლებისთვის ცვლების გრაფიკების წანსაწრ შედგენა და შეთანხმება;თანამშრომლების საჭირო რესურსით/ინვენტარით უზრუნველყოფა მათი მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებისთვის;სამზარეულოს თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი, ობიექტური შეფასება, უკუკავშირის დაბრუნება, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;კერძების დადგენილი რეცეპტების, პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობების და სტანდარტების შესაბამისად მომზადების მონიტორინგი;შემოსული შეკვეთების მზარეულებს შორის ეფექტური გადანაწილების უზრუნველყოფა;კერძების სტუმრამდე მიწოდების მონიტორინგი;თანამშრომლების მიერ შეკვეთის მომზადებისას კერძის ხარისხის, რაოდენობის, პრეზენტაბელურობის, ტემპერატურის და სხვა საჭირო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვის მონიტორინგი;აქტიური კომუნიკაცია სამზარეულოსა და მომსახურე პერსონალს შორის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად;ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართულობა, მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი და მოგების მაქსიმიზაციის ხელშეწყობა;პროდუქციის / მარაგების მონიტორინგი;შეკვეთილი პროდუქციის მიღების უზრუნველყოფა ყოველდღიურად; მიღების პროცესში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესაბამისობის დაგდენა;პროდუქტის ხარისხის და ვადების მუდმივი მონიტორინგი;დღის გეგმის შესაბამისად, მოსამზადებელი კერძების წინასწარ განსაზღვრა და საჭირო რაოდენობის მომარაგება;გარკვეული პერიოდულობით და საჭიროებისას აღწერების/ინვენტარიზაციის პროცესებში ჩართულობა; ბუღალტერთან და/ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან შედეგების შედარება/ანალიზის პროცესში მონაწილეობა;სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების უზრუნვლეყოფა;სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვა;სამზარეულოს მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნის ხელშეწყობა;სტუმრის კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა, მათგან უკუკავშირის მიღება, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ქმედებების ინიცირება; პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;სტუმრების შესაბამისი სტანდარტით მომსახურების მონიტორინგი;საჭიროებისას სტუმრების უშუალოდ მომსახურება;სამუშაო ინვენტარის და დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;თანამშრომლების ტრენინგი ინვენტარის, ჭურჭლის და დანადგარების გამოყენების წესების მიზნით. აღნიშნული წესების დაცვის მონიტორინგი;საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება და სამომავლო პრევენცია;სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა;საჭიროების შემთხვევაში შეფ მზარეულის ფუნქციების შეთავსება
კვალიფიკაცია
სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;სასურველია ინგლისური ენის და MS Office-ის ცოდნა;HACCP – ის სტანდარტების და საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა
უნარები
გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარი;რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების და სამუშაოს დელეგირების უნარი;პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;თანამშრომლების მხარდაჭრის, მათი განვითარების, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;ცვლილებებთან ადაპტაციის და მართვის უნარი.
შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]
რესტორანი პაბი გრილი საჭაშნიკე — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- სერვის მენეჯერი — რესტორანი პაბი გრილი საჭაშნიკე
- მიმტანი — რესტორანი პაბი გრილი საჭაშნიკე
- ბელბოი — აჭარა ჯგუფი
- სუ შეფი — ბენედიქტი
- ბანქოს მჩეხავი — ევოლუშენი
- სუ შეფი — აჭარა ჯგუფი
სხვა ვაკანსიები
- ვაკანსიები სასტუმროებსა და რესტორნებში თბილისში (116)
- ვაკანსიები სასტუმროებსა და რესტორნებში (773)
- ვაკანსიები თბილისში (946)