← ყველა ვაკანსია

არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის საინვესტიციო არბიტრაჟის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო · თბილისი · სრული განაკვეთი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად. • საინვესტიციო არბიტრაჟის სფეროში სახელმწიფოს მონაწილეობით მიმდინარე დავებზე წარმომადგენლობა ან ასეთი დავების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება მათ შორის, სახელმწიფოს სახელით წარსადგენი წერილობითი პოზიციების მომზადება, დაკავშირებულ საარბიტრაჟო ან/და სასამართლო სხდომებში მონაწილეობა, აღნიშნულ საქმეებზე შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია და სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ იურიდიულ კომპანიებთან ერთად საქმის წარმართვა; • საინვესტიციო არბიტრაჟის, აგრეთვე ადგილობრივი სამართლის რომელიმე სფეროში კვლევა, მემორანდუმების მომზადება, კონკრეტულ საქმეებზე სახელმწიფო პოზიციის მომზადების პროცესში დოკუმენტების ანალიზი/დამუშავება/შეგროვება, მოწმეებთან შეხვედრების ორგანიზება და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება; • დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა ტექნიკური, ადმინისტრაციული თუ საორგანიზაციო საკითხის უზრუნველყოფა. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმებები; • საერთაშორისო კონვენცია საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ  (International Convention on the Settlement of Investment Disputes), 1965: https://icsid.worldbank.org/sites/default/files/documents/ICSID%20Convention%20English.pdf;   • უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ-იორკის კონვენცია (New York Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards), 1958: https://www.euro-arbitration.org/resources/en/nyc_convention_en.pdf; • ძირითადი საარბიტრაჟო ინსტიტუტების (ICC, SCC)  საარბიტრაჟო წესები; • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; • „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი; • „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება; • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის №191 ბრძანება; • დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები საქართველოში; • საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟის საფუძვლები; • საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო ტრიბუნალების პრაქტიკა.

განაცხადის გაგზავნა →

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →