იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ · მცხეთა · სრული განაკვეთი
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქპატენტი განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას.
საქპატენტის განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია იმისათვის, რომ ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მომხმარებლებსა და განმცხადებლებს, რომელთაც სურთ თავიანთი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოსა თუ საზღვარგარეთ, მიეწოდოთ ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება. ცხადია, ეს ამოცანა მიიღწევა უწყების პერსონალის საქმისადმი თავდადებისა და დაუღალავი შრომის მეშვეობით.
საქპატენტი ზრუნავს კომფორტული და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომელთა კეთილდღეობას, თანამშრომლობასა და ინოვაციური მუშაობის სტილს.
უწყებისთვის კომპეტენტური და მოტივირებული კადრების შენარჩუნებასთან ერთად, პრიორიტეტულია ახალი თაობის პროფესიონალების მოზიდვა და მათი მხარდაჭერა.
• შესაბამისი დავალების საფუძველზე სამართლებრივი დოკუმენტაციისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ექსპერტიზა;
• საჭიროების შემთხვევაში საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებით შესამუშავებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი მიღების პროცესში ჩართულობა;
• დავებთან დაკავშირებით სასამართლო წარმოების უზრუნველყოფა და საქპატენტის წარმომადგენლობა;
• ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დასადები ხელშეკრულებებისა (გარდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა) და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
• შიდა მარეგულირებელი აქტების (შინაგანაწესის, მომსახურების სტანდარტის, ინსტრუქციის და სხვა) პროექტების მომზადება;
• საქპატენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების საქმიანობის პროცესში წამოჭრილ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
• მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი რეაგირებისათვის სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების შედგენა;
• იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საქპატენტში შემოსული განცხადებების/კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადება;
• საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზი და მის საფუძველზე წინადადებების მომზადება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
• საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის საქმიანობის ორგანიზება და პალატის მდივნის ფუნქციის შესრულება, საპელაციო პალატის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
• სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების (სააპელაციო პალატის კოლეგიის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და სხვა) პროექტების მომზადება და სააპელაციო საქმისწარმოებაში მონაწილე მხარეებთან გაგზავნის უზრუნველყოფა;
• საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ საქპატენტის ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულების დროული ინფორმირება;
• საქპატენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თავმჯდომარის ან/და ხელმძღვანელის მითითებით სხვა დავალებების შესრულება.
• საქართველოს საპატენტო კანონი;
• საქართველოს კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ";
• საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „დიზაინის შესახებ“;
• საქართველოს კანონი,,ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“;
• საქართველოს კანონი ,,ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“;
• საქართველოს კანონი ,,ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ“;
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
• საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
• საქართველოს შრომის კოდექსი;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
• საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“;
• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილება;
• ,,ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის N182 დადგენილება;
• „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №05;
• საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულება;
• „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №03;
• სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია;
• ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმი;
• შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS);
• ადგილწარმოშობის დასახელების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმება;
• ჰააგის შეთანხმება დიზაინების საერთაშორისო დეპონირების შესახებ (1960 წლის 28 ნოემბრის ჰააგის აქტი);
• ჰააგის შეთანხმება დიზაინების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ (1999 წლის 2 ივლისის ჟენევის აქტი);
• ლოკარნოს შეთანხმება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის დაწესების შესახებ.
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი — საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
- არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის საინვესტიციო არბიტრაჟის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი — საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
- საწარმოს თანამშრომელი — ჯეო დეკორი
- იურისტი — პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ
- უფროსი იურისტი — მარშალ დიდი დიღომი
- უმცროსი იურისტი — მარშალ დიდი დიღომი
სხვა ვაკანსიები
- იურისტის ვაკანსიები (68)
- ვაკანსიები მცხეთაში (38)