დიასახლისების ზედამხედველი
Deutsche Internationale Schule Tbilissi · თბილისი
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა (DIST არის საერთაშორისო, გერმანულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაფუძნებული სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ბავშვები სწავლობენ თანამედროვე, მრავალენოვან და ინკლუზიურ გარემოში. ჩვენ ვქმნით მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს, რომელიც თანამშრომლებს აძლევს განვითარების, ახალი გამოცდილების მიღებისა და საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.
შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გახდით თანამედროვე საგანმანათლებლო საზოგადოების ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ხარისხიან განათლებასა და შთამაგონებელ გარემოს მომავალი თაობებისთვის.თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა აცხადებს ვაკანსიას დიასახლისების სუპერვაიზერის (Housekeeping Supervisor) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობებისკოლისა და საბავშვო ბაღის სისუფთავის, წესრიგისა და სანიტარიული მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა,დასუფთავების კომპანიის თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა;სკოლის და ბაღის შენობების, საკლასო ოთახების, ოფისების, საერთო სივრცეების, სპორტული და სანიტარული ზონების, გარე ტერიტორიის სისუფთავის კონტროლი;დასუფთავების ხარისხის რეგულარული შემოწმება და შეფასება;გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და მათი აღმოფხვრის მოთხოვნა მომსახურების მომწოდებლისგან;დასუფთავების სამუშაოების გრაფიკისა და შესრულების კონტროლი;სკოლის ადმინისტრაციასა და დასუფთავების კომპანიას შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა;ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;ინვენტარისა და საყოფაცხოვრებო მარაგების, დასუფთავების საშუალებების აღრიცხვისა და შევსების კოორდინაცია;პერიოდული ანგარიშგების მომზადება შესრულებული სამუშაოების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება;ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო ან სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;მომსახურების ხარისხის კონტროლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;კომუნიკაციისა და გუნდური მართვის უნარები;კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა;ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთსტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;საერთაშორისო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #63განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი 2026
Deutsche Internationale Schule Tbilissi — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- Senior Product CRM Manager — Social Discovery Ventures
- Machine Learning Engineer (Remote or Relocation to Montenegro) — Libertex Group
- დემი შეფი — აჭარა ჯგუფი
- უმცროსი მომხმარებლის მრჩეველი — BOYGAR'S
- დიასახლისი (დღიურად გასაქირავებელი ბინები) — ი/მ თამარ კონცელიძე
- მიმტანი — რესტორანი და სასტუმრო აურა
სხვა ვაკანსიები
- ვაკანსიები სასტუმროებსა და რესტორნებში თბილისში (118)
- ვაკანსიები სასტუმროებსა და რესტორნებში (783)
- ვაკანსიები თბილისში (982)