← ყველა ვაკანსია

ინგლისურენოვანი მასწავლებელი

თანამედროვე განათლების აკადემია

შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი მასწავლებლის (Native English Teacher) პოზიციაზე. მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ** ჰქონდეს უმაღლესი განათლება; ** ჰქონდეს ინგლისურის, როგორც მეორე, ან უცხოური ენის სწავლების პრაქტიკული გამოცილება. ** ინგლისური ენა იყოს მისთვის მშობლიური (განიხილება მხოლოდ ინგლისურენოვანი ქვეყნების მოქალაქეების რეზიუმეები!) პირველ ეტაპზე, მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განცხადების გადარჩევა. მეორე ეტაპზე, საბუთების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები. მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ იმიტირებულ გაკვეთილს. საათობრივი დატვირთვა: 20სთ. კვირაში. აპლიკანტმა CV (მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგვიგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ინგლისურენოვანი მასწავლებელი. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →

თანამედროვე განათლების აკადემია — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →