← ყველა ვაკანსია

საბაზო და საშუალო საფეხურის ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი / IX–XII კლასები

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია · თბილისი

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე, რომელიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ინგლისური ლიტერატურის პროგრამას ასწავლის. პროგრამის ძირითადი აქცენტი კეთდება ლიტერატურის შესწავლასა და ლიტერატურული ტექსტების ანალიზზე და არა ინგლისური ენის სწავლებაზე. ორგანიზაცია: სს სკოლა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში პოზიცია: საბაზო და საშუალო საფეხურის ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი (IX–XII კლასები) ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 7ა (ლისის ტბის მიმდებარედ) განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2026 წლის 11 დეკემბერი საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected] ძირითადი მოვალეობები: ინგლისურ ენაზე ლიტერატურის სწავლება, სხვადასხვა ჟანრის, ეპოქისა და ავტორის ნაწარმოებების განხილვამოსწავლეებში ტექსტის სიღრმისეული კითხვის, კრიტიკული გააზრებისა და ანალიზის უნარების განვითარებაარგუმენტირებული მსჯელობისა და კარგად სტრუქტურირებული ლიტერატურული ესეების წერის უნარების განვითარებამოსწავლეთა ესეების გასწორება და შეფასება, როგორც შინაარსობრივი, ისე ენობრივი და სტილისტური თვალსაზრისით, მკაფიო და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად, მშობლიური ენისა ან მასთან მიახლოებულ დონეზე ფლობა (C2)უმაღლესი განათლება ინგლისური ლიტერატურის, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ან მონათესავე სპეციალობითსაშუალო საფეხურზე ლიტერატურის სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობადკომუნიკაციის კარგი უნარები, მოზარდების დაინტერესებისა და მოტივირების უნარი;ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი განაცხადის წარდგენის წესი დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:რეზიუმე (CV)უმაღლესი განათლების დიპლომის ასლისამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)ორი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) მოქმედი ან ყოფილი დამსაქმებლებისგან დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე [email protected], არაუგვიანეს 2026 წლის 11 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: High School English Literature Teacher. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით და მოვიწვევთ გასაუბრებაზე. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ დაბრუნდება.

განაცხადის გაგზავნა →

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →