სკოლებთან ურთიერთობის კომუნიკაციების მენეჯერი
საქართველოს უნივერსიტეტი · თბილისი
საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციისა და კვლევების სამსახური აცხადებს შიდა ვაკანსიას სკოლებთან ურთიერთობის კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანია უნივერსიტეტის სკოლებსა და ცენტრალურ საკომუნიკაციო გუნდს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია და სკოლების საქმიანობის, მიღწევებისა და ინიციატივების წარმოჩენა.
ძირითადი მოვალეობები:
სკოლებთან რეგულარული კომუნიკაცია და მათი საქმიანობის, მიღწევების, ღონისძიებებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოძიება;სკოლებიდან მიღებული მოთხოვნებისა და ინიციატივების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია და მათი შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი;სკოლებთან ერთობლივი საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა;აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიღწევებისა და საინტერესო ამბების გამოვლენა;კვლევითი საქმიანობის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და საკომუნიკაციო გუნდთან გაზიარება.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, პროექტების კოორდინაციის ან ორგანიზაციული კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის, ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
დაინტერესებულ თანამშრომლებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მისამართზე: [email protected]. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: „სკოლებთან ურთიერთობის კომუნიკაციების მენეჯერი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.
საქართველოს უნივერსიტეტი — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- პროფესორი-მიკრობიოლოგია/მოლეკულური ფიზიკა — საქართველოს უნივერსიტეტი
- დიასახლისი - თბილისი — გუდვილი
- საბაზო და საშუალო საფეხურის ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი / IX–XII კლასები — გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
- დამრიგებლის ასისტენტი — თანამედროვე განათლების აკადემია
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი — სსიპ - კოლეჯი „მერმისი“
- TP თბილისის გერმანული ენის აკადემია — TP Georgia
სხვა ვაკანსიები
- ვაკანსიები განათლებაში თბილისში (13)
- ვაკანსიები განათლებაში (100)
- ვაკანსიები თბილისში (946)