სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი
სსიპ - კოლეჯი „მერმისი“ · თბილისი · სრული განაკვეთი
სსიპ კოლეჯი ,,მერმისი" საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული სასწავლო დაწესებულებაა, რომლის მთავარი მიზანი შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მაღალკვალიფიციური და სამოქალაქო ცნობიერების მქონე კადრების მომზადებაა. კოლეჯს გააჩნია უნივერსალური დიზაინის პრინციპით მოწყობილი ყველასათვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კვალიფიციური ადამიანური რესურსი.
კოლეჯის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.mermisicollege.edu.ge/
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი ეხმარება სტუდენტს, ჩაერთოს სასწავლო პროცესში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობაში: უწევს დამატებით მხარდაჭერას ფუნქციური აქტივობებისას, კოლეჯის ტერიტორიაზე ადაპტაციას, დამოუკიდებლად ფუნქციონირებასა და გადაადგილებას ( საჭიროების შემთხვევაში: ორიენტაცია, კვება, ჩაცმა–გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია); ეხმარება ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებსა და მასწავლებლებს ინდივიდუალური გეგმის განხორციელებაში:
2. პროფესიულ სასწავლებელში ინკლუზიური განათლების ხელშემწყობა გუნდთან ერთად (სტუდენტი, მშობელი/მეურვე, მასწავლებლები,ინკლუზიური პროფესიული განათლების კოორდინატორი, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი) სახავს ასისტირების გეგმას ინდივიდუალური სტუდენტისთვის და ასისტირების ცხრილს – სტუდენტთა ჯგუფისთვის;
3. ახორციელებს ასისტირების გეგმას განრიგის შესაბამისად;
4. აწარმოებს ჩანაწერებს/დოკუმენტაციას;
5. გუნდთან ერთად განიხილავს წამოჭრილ პრობლემებს, მიღწევებს, გადაფასების, დამატებითი რესურსის მოძიების საკითხებს;
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა მხარდაჭერა გუნდური მიდგომით (ადმინისტრაციასთან, პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელთან, ინკლუზიური პროფესიული განათლების კოორდინატორთან, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან, მშობელთან) თანამშრომლობა ეთიკური პრინციპების დაცვით.
სსიპ - კოლეჯი „მერმისი“ — ყველა ვაკანსია →
მსგავსი ვაკანსიები
- დიასახლისი - თბილისი — გუდვილი
- საბაზო და საშუალო საფეხურის ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი / IX–XII კლასები — გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
- დამრიგებლის ასისტენტი — თანამედროვე განათლების აკადემია
- TP თბილისის გერმანული ენის აკადემია — TP Georgia
- სკოლებთან ურთიერთობის კომუნიკაციების მენეჯერი — საქართველოს უნივერსიტეტი
- მხარდამჭერი მასწავლებელი — თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა
სხვა ვაკანსიები
- ვაკანსიები განათლებაში თბილისში (13)
- ვაკანსიები განათლებაში (100)
- ვაკანსიები თბილისში (946)