← ყველა ვაკანსია

დამრიგებლის ასისტენტი

თანამედროვე განათლების აკადემია

შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დამრიგებლის ასისტენტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ.N4 მოვალეობები: დამრიგებლის ასისტენტი მოსწავლეს უქმნის პოზიტიურ სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს, თავისუფალ დროს მოსწავლეებს რთავს სხვადასხვა სახალისო შემეცნებით აქტივობაში, რომელთა ძირითადი მიზანია მოსწავლეთა განტვირთვა და კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა. ასისტენტი უწევს მეთვალყურეობას, მოსწავლემ სწორად გაანაწილოს დრო, დამოუკიდებლად ან/და თანასწავლების პრინციპების გამოყენებით ხარისხიანად შეასრულოს საშინაო დავალება; ორგანიზებულად ჩაერთოს სკოლის მიერ შეთავაზებულ საკლუბო აქტივობებში. სამუშაო საათები: 15:00-18:00 აპლიკანტმა CV (მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგვიგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: დამრიგებლის ასისტენტი. გისურვებთ წარმატებებს! თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →

თანამედროვე განათლების აკადემია — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →